Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
SAQARTVELO
SIKVARULI
BAVSHVEBI
KVAVILEBI
AQSESUAREBI
MODA
FUN
GAME
LAMAZI
 
No. of Votes:  14
Avg. Rating:   9.21   
Meter Started: Jul 15, 2008
კაცებო ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ..
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ..

ქალებს დაულოცეთ ქალობ დაა,
ბაღის ყვავილივით მოუარეთ,
თორემ სხვა ძალა ქალის ძალა,
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს

ქალი აგატირებს, დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და კაცად გაქცევს,
ჰოდა , ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
მადლი ხელისგულზე გაუშალეთ,

ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით გაუფრთხილდით
მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან
დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის
თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს
დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ
ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით
483 hits